ირაკლი აზაროვი კარიერას „შახტარში“ გააგრძელებს - ტრანსფერი მალე გამოცხადდება #1TVSPORT
ირაკლი აზაროვი კარიერას „შახტარში“ გააგრძელებს - ტრანსფერი მალე გამოცხადდება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი დონეცკის „შახტარის“ფეხბურთელი გახდა, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 21 წლის ქართველი დღეს უკვე ივარჯიშებს დონეცკელებთან, ამიტომ ტრანსფერი ძალიან მალე ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს.

„შახტარის“ ძირითადი მარცხენა მცველი ამ სეზონში 25 წლის დიმიტრი ტოპალოვი იყო. ფეხბურთელმა ოთხი მატჩი ჩაატარა.

მანამდე გუნდმა ამ პოზიციაზე კიდევ ერთი მოთამაშე, 21 წლის პედრინიო აზავედო დაიმატა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა. მან უკვე ჩაატარა სადებიუტო შეხვედრა და უკრაინის პრემიერლიგის ორ მატჩში 17 წუთი ითამაშა.