ირაკლი აზაროვი - ისრაელი მებრძოლი გუნდია, მაგრამ ჩვენი გაჩერება ახლა ძალიან რთულია #1TVSPORT
ირაკლი აზაროვი - ისრაელი მებრძოლი გუნდია, მაგრამ ჩვენი გაჩერება ახლა ძალიან რთულია #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა, ირაკლი აზაროვმა ევრო 2023-ის ჯგუფში გუნდის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა და მოახლოებულ მეოთხედფინალზე ისაუბრა.

„ძალიან რთულ ჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ და ამ შრომის შედეგად პლეი ოფში გავედით. სასიხარულოა, რომ გრანდებს ავცდით და შევხვდით ისრაელს.

ვიცით, ისრაელი როგორი მებრძოლი და მშრომელი გუნდია, მაგრამ ჩვენი გაჩერება ახლა ძალიან რთულია და ვფიქრობ, ამ ბარიერს დავძლევთ. ოლიმპიადაზე თამაში ყველა ჩვენგანის ოცნებაა და ერთ-ერთი მოტივაცია იქნება“, – ამბობს ირაკლი აზაროვი.

საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების დაპირისპირება პირველ ივლისს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ დაიწყება. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა.