იქ, სადაც ოთხი ქართველი თამაშობს - „რუბინს" ცნობილი სპეციალისტი გაწვრთნის
ხმები ფაქტად იქცა – ყაზანის „რუბინმა”, სადაც ოთხი ქართველი თამაშობს, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გუნდი ლეონიდ სლუცკიმ ჩაიბარა.
48 წლის სპეციალისტის გუნდმა რუსეთის პრემეირლიგის საშემოდგომო ეტაპი 19 ქულითა და მე-13 ადგილით დაასრულა. სლუცკი კი ყაზანში ამბიციური გეგმებით ჩავიდა. მან „რუბინთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიზანიცაა, რომ გუნდი ევროპის ლიგის გამარჯვებული გახდეს. საამისოდ, სლუცკის ტატარსტანის ხელისუფლება დიდ ფინანასურ თანადგომას პირდება.
ცნობილი რუსი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ბოლოს არნემის „ვიტესში” მუშაობდა, სადაც მოსკოვის „სპარტაკიდან” ჯანო ანანიძის დამატება სურდა. იყო რუსეთის ნაკრების დამრიგებელი.
ყაზანის „რუბინში” საქართველოს ნაკრების წევრები ზურიკო დავითაშილი და ხვიჩა კვარაცხელია თამაშობენ, ასევე ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი.