იოსებ ტყემალაძე - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით საქართველოში რაგბის 100 მოედანი აშენდება #1TVSPORT
იოსებ ტყემალაძე - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით საქართველოში რაგბის 100 მოედანი აშენდება #1TVSPORT

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განსაკუთრებული მხარდაჭერით საქართველო რაგბის 100 მოედნის აშენებას აპირებს 45 სხვადასხვა ადგილას“, – ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ ფრანგულ გამოცემა Le quipe-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში რაგბის განვითარებისთვის 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მან შექმნა 15 სპორტული ბაზა, რამაც ქართულ რაგბის წინსვლის საშუალება მისცა და შექმნა შესაძლებლობა პანდემიამდე ლიცენზირებულთა რიცხვი სამჯერ გაზრდილიყო.

„ჩვენი ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე ავიდა. ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგად იასპარეზა და მე-3 ადგილით C ჯგუფში ახალ ზელანდიასა და არგენტინას ჩამორჩა. პარალელურად დავგეგმეთ მწვრთნელების, სამედიცინო პერსონალის მომზადება-გადამზადება, რადგან დიდი გუნდების შესაქმნელად და დიდი მოთამაშეების აღსაზრდელად მხოლოდ სტადიონის მშენებლობა არ იქნება საკმარისი“, – აცხადებს იოსებ ტყემალაძე ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში.