იოსებ ბაღათურია ლენტეხის მუნიციპალიტეტში გამართულ ბიატლონის ტურნირს დაესწრო #1TVSPORT
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ბიატლონის ტურნირი „ბიატლონ სვანეთი 2024“ პირველად გაიმართა. შეჯიბრება, რომელში 34 სპორტსმენი მონაწილეობდა, კურორტ მუაშში ჩატარდა.
ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფოს რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი ესწრებოდნენ.
სამოყვარულო ტურნირზე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები.
შეჯიბრების მიმდინარეობისას კურორტ მუაშში წარმოადგინეს სვანური ფოლკლორის ნიმუშები.
ტურნირი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივითა და მერიის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფოს რწმუნებულის ადმინისტრაციის, სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს, შპს მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.