იოკიჩმა რობერტსონის უნიკალური მიღწევა გაიმეორა - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
10:43, 06.01.2021
ირვინგისა და ალენის სიზუსტის წყალობით „ბრუკლინ ნეთსმა“ „იუტა“ 34 ქულის სხვაობით დაამარცხა და კიდევ ერთხელ დაგვანახა საჩემპიონო ამბიცია.
„კლიპერსის“ ფორვარდმა კავაი ლეონარდმა ყოფილ კლუბ „სან ანტონიოსთან“ 30 ქულა კი ჩააგდო, მაგრამ ძალიან ცოტა დააკლდა მატჩის გმირობამდე – ბოლო წამს მან სამქულიანი სტყორცნა, რომლის მიზანში მოხვედრა თამაშს ოვერტაიმში გადაიყვანდა, თუმცა ასე არ მოხდა. გაიმარჯვა „სან ანტონიომ“.
დენვერელმა ნიკოლა იოკიჩმა გაიმეორა ლეგენდარული ოსკარ რობერტსონის მიღწევა, რომელსაც ორ სეზონში (1961-1962 და 1963-1964) საწყის 7 ტურში მინიმუმ 150 ქულა, 75 პასი და 75 მოხსნა ჰქონდა. იოკიჩმა 7 მატჩში 169 ქულა, 82 მოხსნა და 83 პასი მოაგროვა.