იოჰანეს კლებო ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელმაც ზამთრის ერთ ოლიმპიადაზე ექვსი ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ნორვეგიელმა იოჰანეს კლებომ მამაკაცთა სამთხო თხილამურობაში გაიმარჯვა და 2026 წლის ოლიმპიადაზე მეექვსე ოქროს მედალი მოიპოვა. მან ზამთრის ერთ ოლიმპიადაზე ერთი სპორტსმენის მიერ მოპოვებული ოქროს მედლების რეკორდი დაამყარა.
კლებომ თითქმის 50-წლიანი რეკორდი მოხსნა, რომელიც ამერიკელ ერიკ ჰაიდენს ეკუთვნოდა – მან 1980 წლის ოლიმპიადაზე ხუთი ოქრო მოიგო.
ჰაიდენის ყველა გამარჯვება ინდივიდუალურ დისციპლინებში იყო, მაშინ როცა კლებოს ექვსი ოქროდან ორი გუნდურ შეჯიბრებაში აქვს მოპოვებული, ამიტომ ინდივიდუალური გამარჯვებების რეკორდი კვლავ ჰაიდენს ეკუთვნის.
კლებოს თანაგუნდელმა, მარტინ ლევსტრემ ნიენგეტმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ემილ ივერსენმა – ბრინჯაო, რითიც ნორვეგიელებმა პოდიუმის სამივე ადგილი შეავსეს.
ამ გამარჯვებით კლებომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კარიერაში მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობა 11-მდე გაზარდა. მან რეკორდი მიმდინარე თამაშებზე 15 თებერვალს დაამყარა. მანამდე საუკეთესო შედეგი რვა ოქროს მედალი იყო.
საერთო ჯამში, ოლიმპიური ოქროს მედლების რაოდენობით ნორვეგიელი მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე 23 ოქროს მედლით ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსია.