იოელ რომეროს დებიუტი „ბელატორში“ მიმდინარე ზაფხულს შედგება #1TVSPORT
იოელ რომეროს დებიუტი „ბელატორში“ მიმდინარე ზაფხულს შედგება #1TVSPORT

UFC-ის ყოფილი მებრძოლი იოელ რომერო ახალ პრომოუშენში დებიუტისთვის ემზადება. 44 წლის კუბელი ვეტერანი მიმდინარე ზაფხულს „ბელატორში“ პირველ დაპირისპირებას ჩაატარებს. რომეროს მაისში უნდა ებრძოლა, თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, მისი დაპირისპირება ენტონი „რამბლ” ჯონსონთან ჩაიშალა. ამჟამად, კუბელი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და მომდევნო გამოწვევისთვის მზად არის.

ამერიკულ მედიასთან, კერძოდ კი ცნობილ ჟურნალისტ he Schmo-სთან საუბრისას რომერომ აღნიშნა, რომ „ბელატორის“ სადებიუტო ბრძოლაში „მეტოქის მოკვლა სურს“. სწორედ ასე განაცხადა იოელმა ინტერვიუში.

„ფანები მე ძალიან მალე მიხილავენ, დიდი ალბათობით, აგვისტოში. ჯერჯერობით არ ვიცი, რომელ დივიზიონში ვიასპარეზებ, ეს იქნება ან 185 (საშუალო წონითი დივიზიონი) ან 205 (ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონი). მე მსურს, რომ ქამრისთვის ორივე დივიზიონში ვიბრძოლო. მალე დავბრუნდები და მსურს ვინმე მოვკლა“, – განაცხადა იოელ რომერომ.