იოანე იაშაღაშვილი ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გუშინ დასრულდა. ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ დასკვნითი შეხვედრა იტალიასთან, ანგარიშით 29:17 დათმეს.
პოპულარულმა სარაგბო გამოცემა „რაგბიპასმა“ (RugbyPass) ტურნირის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც რვა ნომრის პოზიციაზე ქართველი იოანე იაშაღაშვილი მოხვდა.
„ჯორდან ჯოსეფი, ბაუტისტა პედემონტე და პენდულანი ბუთელეზი იმედის მომცემი მოთამაშეები არიან და მომავალში საკუთარ სიტყვას აუცილებლად იტყვიან. მათ კარგი ტურნირი ჰქონდათ, მაგრამ საუკეთესოს ტიტული იაშაღაშვილს უნდა მივანიჭოთ. ის ძალიან მოძრავი მორკინალია და შეიძლება მამუკა გორგოძის გზის გამგრძელებელი გახდეს“, – წერს „რაგბიპასი“.
ამავე სტატიაში, გამოცემამ გუნდის მგეზავი თედო აბჟანდაძეც ახსენა –
„თედო აბჟანდაძეს უკვე „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაშიც აქვს რამდენიმე შეხვედრა ჩატარებული. მილტონ ჰეიგმა 20 წლის მოთამაშეს ძირითადი მოთამაშის სტატუსი მისცა, რაც ძალიან შთამბეჭდავია. მსოფლიო თასის დაწყებამდე არგენტინაში ჩატარებულმა ტურნირმა აბჟანდაძეს კარგი გამოცდილება და თავდაჯერება მისცა“.
თხუთმეტეული ასე გამოიყურება – 1. ანგუს ბელი (ავსტრალია) 2. ლაქლან ლორეგანი (ავსტრალია), 3. ასენათი ნტლაბაკანიე (სამხრეთ აფრიკა), 4. ჯეი ჯეი ვან დერ მეშტი (სამხრეთ აფრიკა), 5. ჯოელ კპოკუ (ინგლისი), 6. მათიას ჰადადი (საფრანგეთი), 7. ფრეიზერ მაკრეითი (ავსტრალია), 8. იოანე იაშაღაშვილი (საქართველო), 9. ჯეიდენ ჰენდრიკზე (სამხრეთ აფრიკა), 10. ლუის კარბონელი (საფრანგეთი), 11. მატეო კარერასი (არგენტინა), 12. რიკუს პრეტორიუსი (სამხრეთ აფრიკა), 13. ფრეიზერ დინგვოლი (ინგლისი), 14. დონოვან ტაოფიფენუა (საფრანგეთი), 15. იგნასიო მენდი (არგენტინა).