იოახიმ ლიოვი - წელს „ოქროს ბურთი“ ნოიერმა დაიმსახურა
იოახიმ ლიოვი - წელს „ოქროს ბურთი“ ნოიერმა დაიმსახურა

გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს იოახიმ ლიოვს მიაჩნია, რომ წელს „ოქროს ბურთს“ ყველაზე მეტად „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი იმსახურებდა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზი კორონავირუსის პანდემიის გამო არ გათამაშდება.

„არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს რობერტ ლევანდოვსკის, ის უდიადესი ფორვარდია, მაგრამ ჩემი აზრით, წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მანუელ ნოიერს ეკუთვნის.

ნოიერი – განსაკუთრებული მეკარეა, არანორმალურად ძლიერი და უნიკალური. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლიონის“ წინააღმდეგ მას სამი დაუჯერებელი მოქმედება ჰქონდა. მისი თამაშით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ის ყველგანაა.

„ლიონისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ის გადამწყვეტ მომენტებში თავის ადგილას იდგა. რომ არა მანუელი, ფინალში „ბაიერნი“ მაქსიმუმ ფრეს მიაღწევდა“, – მოჰყავს ლიოვის სიტყვები „კიკერს“.