„ინტერში“ იკარდის ნომერი წაართვეს და ლუკაკუს გადასცეს
„ინტერში“ იკარდის ნომერი წაართვეს და ლუკაკუს გადასცეს

მილანის „ინტერმა“ გამოაცხადა, რომ კლუბის ახალწვეული რომელუ ლუკაკუ მეცხრე ნომრად ითამაშებს. ადრე ამ ნომრით იტალიურ კლუბში ფორვარდი მაურო იკარდი გამოდიოდა.

„ინტერი“ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას ცდილობდა იკარდის გაშვებას. 26 წლის არგენტინელი თავდამსხმელით დაინტერესებულნი არიან – „რეალი“, „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუ „ინტერის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა. ტრანსფერის თანხამ 79 მილიონი ევრო შეადგინა.