„ინტერს“ სერხიო აგუეროს დამატება სურს და სანაცვლოდ „მანჩესტერ სიტის“ მილან შკრინიარს სთავაზობს
მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობა განიხილავს ვარიანტს, რომლის მიხედვითაც მცველ მილან შკრინიარის სანაცვლოდ „მანჩესტერ სიტისგან“ სერხიო აგუეროს დაიმატებს. მსგავსი გარიგება შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შედგეს, იუწყება „კალჩომერკატო“.
აღსანიშნავია, რომ შკრინიარის გადაბირებით ასევე დაინტერესებულია მადრიდის „რეალი“, „ინტერი“ კი 25 წლის სლოვაკს 70 მილიონ ევროდ აფასებს. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი იტალიურ გუნდთან 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.
რაც შეეხება აგუეროს, ის „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 23 გოლის ავტორი გახდა.