მილანის „ინტერი“ დაინტერესებულია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდ რომელუ ლუკაკუს გადაბირებით. როგორ „მირორი“ (The Mirror) ამტკიცებს, „ნერაძური“ მზად არის 25 წლის ბელგიელში თავისი ფორვარდი მაურო იკარდი გაცვალოს.
26 წლის იკარდიმ ზედიზედ რამდენიმე მატჩი გამოტოვა. გარდა ამისა, არგენტინელს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს. იკარდის სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონი ევროა, ლუკაკუსი – 85 მილიონი.
მიმდინარე სეზონზე იკარდიმ 28 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. ლუკაკუს ანგარიშზეა 36 მატჩი და 13 გოლი.