„სამტრედიას“ შემტევი ნახევარმცველი ინტერს გიი 2017 წელს ეროვნული საფეხბურთო ლიგის საუკეთესო ლეგიონერად აღიარეს. ფეხბურთელი დეკემბერში, სეზონის შემაჯამებელ საზეიმო გალა-კონცერტს ვერ დაესწრო, რადგან სამშობლოში იმყოფებოდა.
კოტ დივუარელ ფეხბურთელს პრიზი ეროვნული ლიგის მე-2 ტურის მატჩამდე დღეს გადასცეს.
”სამტრედია“ „მიხეილ მესხზე“ ბოლნისის „სიონს“ შეხვდა. ინტერს გიის პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.
გიი 24 წლისაა და პროფესიული კარიერა პორტუგალიურ „კოვილიაში“ 2011 წელს დაიწყო. ამის შემდეგ უთამაშია ასევე პორტუგალიურ „გიმარაეშსა“ და „აკადემიკაში“, ბოლოს კი და შვეიცარიულ „კიაზოში“. „სამტრედიამ“ 2017 წლის ზაფხულში „ყარაბახთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე დაიმატა.