სოციალურ ქსელებში გაჩნდა „ბარსელონას“ კაპიტნის ლიონელ მესის უფროსი ვაჟის ტიაგო მესის გოლის ვიდეო.
შვიდი წლის ტიაგომ თავი გამოიჩინა „ბარსა ესკოლას“ ბავშვთა გუნდში.
ტიაგო მესი „ბარსა ესკოლაში“ („ბარსელონას“ საფეხბურთო სკოლა 6-12 წლის ბავშვებისთვის) 6-8 წლის ბავშვებთან ერთად ვარჯიშობს. ამ ჯგუფს კვირაში ორი დღეს აქვს ვარჯიში და შაბათს – მატჩი.
რამდენიმე წლის წინ, ლიონელ მესიმ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ არ ყიდულობს ტიაგოსთვის ბურთებს, რადგან ხედავს, რომ ბიჭს ფეხბურთი არ მოსწონს.