ინტერნეტში გამოაქვეყნეს 2024 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვის დაუდასტურებელი შედეგები #1TVSPORT
ბრიტანულმა გაზეთმა Daily Mail-მა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც თითქოს მითითებულია 2024 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვის შედეგები.
თუ ინფორმაცია ყალბი არ არის, მაშინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი პირველად გახდება მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ვინისიუსი.
გაზეთის მონაცემებით, ბრაზილიელმა დააგროვა 630 ქულა. მან 54 ქულით აჯობა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველს, როდრის (576 ქულა), რომელმაც გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა.
მესამე ადგილზე აღმოჩნდა „რეალის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი 422 ქულით.
TOP 5-ს ავსებენ კილიან მბაპე (317) და ჰარი კეინი (201).
2024 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი ოფიციალურად გამოცხადდება ორშაბათს, პარიზში გასამართ ოფიციალურ ცერემონიაზე.