„ინტერმა“ „რომა“ დაამარცხა და იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიის თასის 1/4 ფინალში „ინტერი“ „რომას“ დაუპირისპირდა და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა – 2:0.
„ინტერი“ შეხვედრის მეორე წუთზე ედინ ჯეკოს გოლით დაწინაურდა. 68-ე წუთზე ალექსის სანჩესმა „ინტერის“ უპირატესობა ორ გოლამდე გაზარდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა (2:0).
ამგვარად, „ინტერი“ იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა და „მილანი“ – „ლაციოს“ წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
„მილანისა“ და „ლაციოს“ მატჩი კი დღეს, 9 თებერვალს გაიმართება.