მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობამ „ბარსელონას“ ფორვარდს ლიონელ მესის ტრანსფერზე მეორე წინადადებით მიმართა.
ესპანური პრესის ინფორმაციით, მესი, ჯერჯერობით არ განიხილავს კატალონურ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელების შესაძლებლობას. ამიტომაც, 2021 წლის ზაფხულში მას შეეძლება ნებისმიერ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლა. მოთამაშეზე ერთ-ერთ პრეტენდენტად მილანის „ინტერი“ სახელდება.
„ბარსელონას“ პრეზიდენტის პოსტიდან ხოსეპ მარია ბარტომეუს წასვლის მიუხედავად, მესის კვლავინდებურად სურს სეზონის შემდეგ კლუბის დატოვება. აღვნიშნავთ, რომ არგენტინელს უნდოდა გუნდი გამოცვლა ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, როცა პირველი წინადადება მიიღო „ინტერისგან“. მოთამაშით ასევე ინტერესდებოდა „მანჩესტერ სიტი“.