„ინტერის“ საზაფხულო სკოლა დაიხურა - იტალიურ გრანდში ორი ქართველი გაემგზავრება
„ინტერის“ საზაფხულო სკოლა დაიხურა - იტალიურ გრანდში ორი ქართველი გაემგზავრება

მილანის „ინტერის“ საზაფხულო სკოლა დაიხურა – თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე იტალიური გრანდის კემპი 25 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდა.

თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეული 100 ბავშვი ვარჯიშობდა.

დახურვის ცერემონიაზე დაასახელეს ის ორი ბავშვი, რომლებიც მწვრთნელებმა ერთკვირიანი ვარჯიშებსი დროს შეარჩიეს და „ინტერში“ სტაჟირებაზე მიიწვევენ – “გაგრას” 10 წლის ფეხბურთელი ლუკა ლომთათიძე და “საბურთალოს” 12 წლის წევრი ბუბუ ღოღობერიძე.

შეგახსენებთ, რომ იტალიურ გრანდთან საქართველოს პარტნიორობის იდეა ორგანიზაცია „თავისუფალ ფეხბურთს“ ეკუთვნის.