„ინტერის“ ოთხი ფეხბურთელი ინფიცირებულია - „სასუოლოსთან“ მატჩი გადაიდო #1TVSPORT
სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრა „ინტერსა“ და „სასუოლოს“ შორის გადაიდო.
მიზეზი
კორონავირუსია, რომელიც „ინტერის“ 4 ფეხბურთელს დაუდასტურდა. ინფიცირებულები არიან „
ნერაძურის“ მცველი
დანილო დ’ამბროზიო, სამირ
ჰანდანოვიჩი, მატიას
ვესინო და სტეფან დე
ვრაი. არ არის გამორიცხული, კლუბში ინფიცირების შემთხვევები კიდევ გაიზარდოს.
იტალიური პროტოკოლის თანახმად, ერთ გუნდში მინიმუმ 10 ფეხბურთლი უნდა იყოს ინფიცირებული, რათა თამაში გადაიდოს. „ინტერში“ ამ დროისთვის ოთხი დადებითი შედეგია. იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ, რისკის თავიდან ასაცილებლად, თამაშის გადადების განკარგულება გასცა. შეხვედრის ჩატარების თარიღი უცნობია.
ორშაბათს, 22 მარტს, მთელი გუნდი ხელახლა ჩაიტარებს ტესტს. „ინტერი“ სერია A-ს 65 ქულით ლიდერობს და თანაქალაქელ „მილანს“ 9 ქულით უსწრებს.