„ინტერის“ გულშემატკივრები „იუვენტუსთან“ მატჩის დროს (0:1) სტადიონზე არასათანადოდ იქცეოდნენ, იტყობინებიან იტალიური საინფორმაციო საშუალებები.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სტუმართა გულშემატკივრებმა სკამები დაამტვრიეს და სტადიონის ტუალეტები დააზიანეს. მითითებულია, რომ ინციდენტები დაიწყო მას შემდეგ, რაც სტადიონზე „ინტერის“ გულშემატკივრები არ შეუშვეს, რომლებსაც სხვის სახელზე გამოწერილი ბილეთები ქონდათ.
ტრიბუნები პროტესტის ნიშნად „ინტერის“ დანარჩენმა გულშემატკივრებაც დატოვეს, თუმცა მანამდე არეულობა მოაწყვეს.