მილანის „ინტერმა“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია „ტორინოს“ მცველთან გლეისონ ბრემერთან. ამის შესახებ ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება.
ახლა, „ინტერის“ ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს დაიწყებს ტურინულ კლუბთან, რათა 25 წლის ბრაზილიელის ტრანსფერის თანხა შეათანხმოს.
2021-22 წლების სეზონის შედეგებით ბრემერი სერია A-ს საუკეთესო მცველად აღიარეს. მის ანგარიშზე 33 მატჩში სამი გოლი მოდის. ბრაზილიელის კონტრაქტი „ტორინოსთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ბრემერზე ბევრი ევროპული კლუბი აცხადებდა პრეტენზიას, მათ შორის იყვნენ „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“.