„ნაპოლის“ თავდამსხმელმა არკადიუშ მილიკმა შესაძლოა, „ინტერში“ გააგრძელოს კარიერა, იტყობინება „ინტერ ნიუსი“.
წყაროს ინფორმაციით, მილანურ კლუბს იმედი აქვს, რომ ფეხბურთელის შეძენას შემცირებულ ფასად შეძლებს, რადგან მისი კონტრაქტის ვადა „ნაპოლისთან“ მომავალი სეზონის ბოლოს იწურება. ასევე ირკვევა, რომ ამჟამად პოლონელი ფორვარდი ნეაპოლურ კლუბთან შეთანხმების გაგრძელების შესახებ არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ 26 წლის ფეხბურთელით „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული.
მიმდინარე სეზონში მილიკმა სერია ა-ს 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ცხრა გოლი გაიტანა. „ნაპოლის“ ამჟამად 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებს.