„ინტერი“ ინტერესს გამოთქვამს „ბარსელონას“ მცველ სამუელ უმტიტის მიმართ. მილანელები უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას დაცვის გაძლიერებას აპირებენ.
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა წინააღმდეგი არ არის – გამოეთხოვოს 26 წლის ფეხბურთელს. კატალონელებს მის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონი ევროს მიღება სურს.
უმტიტის მოქმედი კონტრაქტი კატალონურ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ასევე ფრანგის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ გამოხატავს.
ესპანეთის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში უმტიტიმ 11 მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.