ცნობილია, რომ „დორტმუნდის“ შემტევი ნახევარმცველი მარიო გიოტცე მიმდინარე სეზონის შემდეგ დატოვებს გერმანულ კლუბს. გამორიცხული არ არის, 27 წლის ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს კარიერა.
იტყობინებიან, რომ გიოტცეთი დაინტერესებულნი არიან „ინტერი“, „მილანი“ და „ნაპოლი“.
გიოტცეს მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში, ასე რომ, ფეხბურთელი მის ახალ კლუბს უფასოდ ერგება.
ამ სეზონში მარიომ 19 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ექვსჯერ მოხვდა. მის ანგარიშზე სამი გოლი და ერთი შედეგიანი პასი მოდის.