„ბარსელონას“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ კატალონიური კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ახალ გუნდში გადასასვლელად ემზადება.
კატალონიელები არგენტინელი ფეხბურთელის თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვებას არ აპირებენ და დიდი ალბათობით, დავა სასამართლოში გადაინაცვლებს.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიონელ მესის შეძენის მთავარი პრეტენდენტები „მანჩესტერ სისტი“ და „ინტერი“ არიან.
ცნობილი სპორტული მიმომხილველი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ იტალიელები მესისთვის სატრანსფერო ბრძოლაში არ ჩაერთვებიან, რადგან ფინანსური რესურსი არ ეყოფათ და შესაბამისად, არგენტინელი სუპერვარსკვლავის შეძენის ყველაზე რეალური კანდიდატი მანჩესტერული კლუბი ხდება.