„ინტერი“ მერტენსის შეძენითაა დაინტერესებული
„ინტერი“ მერტენსის შეძენითაა დაინტერესებული

მილანის „ინტერი“ დაინტერესებულია „ნაპოლის“ ფორვარდის დრის მერტენსის გაფორმებით, – ამტკიცებს ბელგიური გამოცემა „ნოისბლადი“.

32 წლის მერტენსის კონტრაქტის მოქმედების ვადა 2020 წლის ზაფხულში იწურება და ჯერჯერობით, ნეაპოლელებს არ შეუთავაზებიათ ბელგიელისთვის თანამშრომლობის გახანგრძლივება. თავად მერტენსს იტალიის ჩემპიონატში სურს დარჩენა.

ჭორების მიხედვით, „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ბელგიელი ფორვარდის ნიჭის დიდი თაყვანისმცემელია და ჯერ კიდევ მაშინ სურდა მისი შეძენა, როცა „ჩელსის“ ავარჯიშებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ „ინტერში“ თამაშობს რომელუ ლუკაკუ, რომელიც მერტენსის პარტნიორია ბელგიის ნაკრებში.