მილანის „ინტერი“ „ჩელსის“ მცველით, მარკოს ალონსოთი დაინტერესდა, – იუწყება Goal.com.
წყაროს ინფორმაციით, იტალიელებს მარცხენა მცველის პოზიციის გამაგრება სურთ და მზად არიან, რომ 29 წლის ესპანელში 30 მილიონი ევრო გადაიხადონ.
მიმდინარე სეზონში მარკოს ალონსომ „ჩელსის“ შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
პორტალი Transfermarkt.com მარკოს ალონსოს 25 მილიონ ევროდ აფასებს.