„ინტერის“ თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა, შესაძლოა, მილანური კლუბის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს, – იუწყება Goal.com.
გამოცემის ინფორმაციით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის, რომ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, 23 წლის არგენტინელ ვარსკვლავს 100 მილიონ ევროდ შეელიოს.
2020 წლის ზაფხულის ტრანსფერების დროს ლაუტარო მარტინესის შეძენით „ბარსელონა“ იყო დაინტერესებული.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ლაუტარო მარტინესმა ათი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი ბურთი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.