„მანჩესტერ სიტის“ მცველმა, კაილ უოკერმა, შესაძლოა გუნდი დატოვოს, – დაწერა გაზეთმა „სანმა“. მისი გადაბირებით მილანის „ინტერია“ დაინტერესებული.
ინგლისელი ფეხბურთელის იტალიურ გუნდში გადასვლა დამოკიდებულია ჟოაო კანსელოზე. თუ პორტუგალიელი წავა „სიტიდან“, მაშინ უოკერი დარჩება პეპ გვარდიოლას გუნდში.
30 წლის ინგლისელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 31 მატჩია. მან ერთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი იტალიურ გუნდთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. უოკერის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 40 მილიონ ევროს უდრის.