მილანის „ინტერი“ „იუვენტუსის“ ფორვარდის პაულო დიბალას გაფორმებას აპირებს.
გამოცემა La Gazzetta dello Sport ამტკიცებს, რომ „ინტერის“ ხელმძღვანელობა ცოტა ხნის წინ დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს, რათა განიხილოს შესაძლო გარიგების დეტალები. მილანური კლუბი აპირებს არგენტინის ნაკრების შემტევი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბიროს.
„ინტერი“ მზად არის დიბალას ხუთწლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს წელიწადში 7.5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით.
ადრე გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ „იუვენტუსმა“ და დიბალამ ვერ შეძლეს მოლაპარაკება ხელშეკრულების გაგრძელებაზე, რომელსაც 2022 წლის ზაფხულში გასდის ვადა.