„ინტერის“ ხელმძღვანელობას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დანიელ ნახევარმცველთან კრისტიან ერიქსენთან გამოთხოვება სურს.
იტალიური პრესის ცნობით, მილანურ კლუბში ესმით, რომ 28 წლის ფეხბურთელმა ვერ მოახერხა მილანურ კლუბში ადაპტირება, ამიტომაც მზად არიან იანვარში გაუშვან ნახევარმცველი.
იტყობინებიან, რომ ერიქსენი „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესთა სფეროში მოექცა.
შეგახსენებთ, რომ დანიელი ნახევარმცველი „ინტერში“ „ტოტენჰემიდან“ 2020 წლის იანვარში გადავიდა. მისი ყოველწლიური ხელფასი შეადგენს 7.5 მილიონ ევროს, კონტრაქტი კი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ამ სეზონში სერია A-ში ერიქსენმა ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მინდორზე 42 წუთი გაატარა.