„ინტერის“ ხელმძღვანელობა „ნაპოლის“ თავდამ სხმელ დრის მარტენსის გადმობირებას ცდილობს, – იუწყება Calciomercato.
გამოცემის ინფორმაციით, მილანური კლუბის სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა მარტენსს უკვე არაერთხელ დაუკავშირდა და აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს.
დრის მარტენსის კონტრაქტი ნეაპოლურ კლუბთან ამ ზაფხულს იწურება და ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს.
მიმდინარე სეზონზე დრის მარტენსმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.