კატალონიური „ბარსელონას“ ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა, შესაძლოა, კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს, – ცნობას გამოცემა Express ავრცელებს. წყაროს ცნობით, 29 წლის ფრანგის ესპანურ კლუბში პრობლემების გამო, „არსენალს“ და „ინტერს“ ფეხბურთელის შეძენის შანსი ეძლევათ. ცოტა ხნით ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ თავდასხმელით უკმაყოფილოა.
გრიზმანმა მიმდინარე სეზონში კატალონიელთა რიგებში ყველა ტურნირზე 43 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.