„ინტერი“ ბირაგით დაინტერესდა
„ინტერი“ ბირაგით დაინტერესდა

„ფიორენტინას“ მცველ კრისტიანო ბირაგით მილანის „ინტერი“ დაინტერესდა, იტყობინება იტალიური პრესა.

„კალჩომერკატოს“ ინფორმაციით, მილანელთა ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა სურს. ის „ინტერის“ ახალგაზრდებში გამოდიოდა, მაგრამ პირველი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ორი მატჩი აქვს ჩატარებული.

26 წლის იტალიელმა წინა სეზონში „ფიორენტინას“ რიგებში 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.