„ინტერ მაიამიში“ ინგლისურენოვანი ფეხბურთელები მესისთან საკონტაქტოდ ესპანურ ენას სწავლობენ #1TVSPORT
„ინტერ მაიამის“ ფეხბურთელმა, ედისონ ასკონამ აღიარა, რომ გუნდის ფეხბურთელები ლიონელ მესისთან სასაუბროდ ესპანურ ენას სწავლობენ.
„არ გამიგონია, ლეოს ინგლისურად ელაპარაკოს… ხანდახან ამბობს good morning, როცა ვარჯიშზე მოდის. მაგრამ ისინი, ვინც ინგლისურად ლაპარაკობენ და ესპანური არ იციან, ესპანურ ენას სწავლობენ“, – განაცხადა ასკონამ.
36 წლის ლიონელ მესი „ინტერ მაიამიში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით 2023 წლის ზაფხულში გადავიდა. ახალ გუნდში მან ლიგების თასი მოიგო, ასევე ყველა ტურნირზე 11 გოლი გაიტანა.