„ინტერ მაიამის“ სტადიონის დამლაგებელი, რომელმაც მესისგან ავტოგრაფი აიღო, სამსახურიდან დაითხოვეს - ეს ამად ღირდა #1TVSPORT
„ინტერ მაიამის“ სტადიონის დამლაგებელი, რომელმაც მესისგან ავტოგრაფი აიღო, სამსახურიდან დაითხოვეს - ეს ამად ღირდა #1TVSPORT

„ინტერ მაიამის“ სტადიონის დამლაგებელი კრისტიან სალამანკა სამსახურიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც მან ამერიკული კლუბის ფორვარდს, ლიონელ მესის ავტოგრაფი ჩამოართვა.

„მე ტუალეტებს ვწმენდდი იმ სექტორში, სადაც ავტობუსები ჩერდებიან. საბედნიეროდ, ქუჩაში ვიყავი, როცა ავტობუსი ჩამოდგა და მოთამაშეები სტადიონისკენ დაიძრნენ. ბოლო მესი მოდიოდა. დავუყვირე: „ეი, მსოფლიო ჩემპიონო!“ და ის ჩემსკენ მობრუნდა.

სამუშაო პერანგი გავიხსენი, მის შიგნით არგენტინის ნაკრების მაისური მეცვა და ლეომ მასზე ავტოგრაფი დატოვა.

შემდეგ მოვიდა დაცვა. გარეთ გამიყვანეს და სამსახურიდან დამითხოვეს, მაგრამ ეს ამად ღირდა“, – თქვა კოლუმბიელმა სალამანკამ, რომელიც მაიამიში წელიწად-ნახევარია ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ სტადიონის თანამშრომლებს აფრთხილებენ იმის შესახებ, რომ არ შეიძლება მუშაობის დროს ვარსკვლავებთან ფოტოების გადაღება ან ავტოგრაფის აღება.