„ინტერ მაიამიმ“ ახალი სათამაშო ფორმა ოკეანის ფსკერზე წარადგინა [ვიდეო] #1TVSPORT
„ინტერ მაიამიმ“ ახალი სათამაშო ფორმა ოკეანის ფსკერზე წარადგინა [ვიდეო] #1TVSPORT

„მეიჯორ სოკერ ლიგის“ (MLS) კლუბმა „ინტერ მაიამიმ“ ახალი სათამაშო ფორმის უცნაური პრეზენტაცია მოაწყო. გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა ოკეანის ფსკერზე გადაღებული ფოტოები და ვიდეო.

ახალი ფორმა Adidas Primeblue შექმნილია გარემოს პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში. ასევე ის ეძღვნება ოკეანეების მსოფლიო დღეს, რომელიც 8 ივნისს აღინიშნება. გულშემატკივრებს უკვე შეუძლიათ ახალი მაისურების შეძენა, გუნდს კი განახლებული ფორმით დებიუტი 30 მაისს, „დი სი იუნაიტედის“ წინააღმდეგ ექნება.

ფორმა წარმოადგინა მოდელმა კორალ ტომაშიკმა, რომელმაც 30 მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთა. ფოტოგრაფი იყო ჯეისონ ვაშინგტონი, რომელიც წყალქვეშა გადაღებებზე სპეციალიზდება.

ექვსი ტურის შემდეგ, „ინტერ მაიამი“ მეშვიდე ადგილზეა MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში.