„ინტერ მაიამი“ მესის კონტრაქტის რეგისტრაციისას სირთულეებს წააწყდა #1TVSPORT
ლიონელ მესის ახალი კლუბის, „ინტერ მაიამის“ სპორტულმა დირექტორმა, კრის ჰენდერსონმა კომენტარი გააკეთა MLS-ში არგენტინელის კონტრაქტის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე.
„მესისთან პირობები შეთანხმებულია, მაგრამ ვმუშაობთ დოკუმენტებზე MLS-ისთვის. ამ სამუშაოს დასრულებას დრო დასჭირდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ივლისის შუაში ან ბოლოში ლეო მზად იქნება სათამაშოდ. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როდის დაასრულებს ის ბიუროკრატიულ სამუშაოს“, – განაცხადა ჰენდერსონმა The Athletic-თან ინტერვიუში.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ მესის ახალ გუნდში დებიუტი 21 ივლისს ექნებოდა.