ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ლორენცო ინსინიემ „ნაპოლიში“ დარჩენა გადაწყვიტა, – იუწყება Corriere dello Sport.
ინსინიეს კონტრაქტი 2022 წლის შუა პერიოდში იწურება, მაგრამ იტალიური გამოცემის ინფორმაციით, 30 წლის თავდამსხმელმა ნეაპოლურ კლუბთან განახლებული კონტრაქტის დადების თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწია.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, ლორენცო ინსინიე სეზონში ხუთ მილიონ ევროს მიიღებს.
იტალიის ჩემპიონატის ბოლო სეზონში ინსინიემ „ნაპოლის“ შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.