ინსინიე რომ დარჩენილიყო, კვარაცხელია მაინც ითამაშებდა - „ნაპოლის“ ყოფილმა კაპიტანმა დუმილი დაარღვია #1TVSPORT
ლორენცო ინსინიემ დუმილი დაარღვია და „ნაპოლიდან“ წასვლის შემდეგ გუნდის საჩემპიონო ბრძოლაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
„იუვენტუსის“ დამარცხების (1:0) შემდეგ „ნაპოლი“ ისტორიაში მესამე ტიტულის მოსაპოვებლად ემზადება. გუნდის ვეტერანები მაშინვე გამოეხმაურნენ სოციალურ სქელებში ამ წარმატებას. მხოლოდ ლორენცო ინსინიე დუმდა, გუნდის გულშემატკივრები კი ვერ ხვდებოდნენ, რას ნიშნავდა ნეაპოლელთა ყოფილი კაპიტნის ასეთი დამოკიდებულება. თუმცა, ინსინიემ, რომელიც ახლა „ტორონტოში“ თამაშობს, დუმილი ინსტაგრამზე დაარღვია. მან „იუვენტუსის“ დამარცხების შემდეგ სტადიონის გასახდელში ყოფილი თანაგუნდელების ზეიმის ფოტოზე კომენტარი გააკეთა.
„ყოველთვის გრძნობ, რომ ეს სიყვარული („ნაპოლის“) ძალიან ახლობელია და შენია. ძალიან რთული იყო ამ პერიოდში საკუთარი ემოციების დამალვა, მაგრამ, როგორც ნეაპოლიტანელი, ცრუმორწმუნე ვარ. თუმცა, ამჯერად შემიძლია ვთქვა: დიდი ოცნება თითქმის ახდა. ასე გააგრძელეთ“, – წერს ინსინიე.
კომენტარი გააკეთა მისმა ყოფილმა აგენტმა, ანტონიო ოტაიანომ, რომლის თქმითაც, ინსინიე რომ დარჩენილიყო, კვარაცხელია მაინც ითამაშებდა:
„ინსინიე იქნებ ნანობს, რომ არ დარჩა და ეს სიხარული გუნდთან ერთად არ გაიზიარა. კვარაცხელია? ინსინიე ნეაპოლში რომც დარჩენილიყო, ქართველი მაინც ითამაშებდა“.