„ნაპოლის“ ფორვარდი ლორენცო ინსინიე იტალიურ კლუბს ტოვებს, მეტიც, იცვლის კონტინეტსაც და კარიერას MLS-ის კლუბში, „ტორონტოში“ გააგრძელებს, – იუწყება Corriere dello Sport.
იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელი „ტორონტოსთან“ კონტრაქტს უახლოეს მომავალში გააფორმებს და სეზონში 11 მილიონს მიიღებს, გათვალისწინებულია ბუნუსიც, რომელმაც 4.5 მილიონს შეიძლება მიაღწიოს.
მიმდინარე სეზონში ლორენცო ინსინიემ „ნაპოლის“ შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.