ინკუმის სატრანსფერო ფასი დაეცა, ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული ფლამარიონია
ინკუმის სატრანსფერო ფასი დაეცა, ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული ფლამარიონია

ტრამსფერმარკტმა“ სამუელ ინკუმის სატრანსფერო ფასი მკვეთრად შეამცირა და ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერის ფასი 300 ათას ევრომდე დაეცა.

„სამტრედიაში“ ჩარიცხვისას, განელი მცველი ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერი იყო. „ტრანსფერმარკტი“ მარტში მისი კონტრაქტის სავარაუდო ღირებულებად 800 ათას ევროს ასახელებდა.

სამუელ ინკუმმა განას ეროვნული ნაკრებში 44 მატჩი ჩაატარა. 2010 წელს გახდა აფრიკის ვიცეჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშა, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჯერ თავი ვერ გამოიჩინა. ჩამოსვლისას, სამუელ ინკუმის სატრანსფერო ფასი 800 ათასი ევრო იყო, ახლა კი მის გრაფაში 300,000 ევრო წერია.

ეროვნული ლიგის ლეგიონერებში ლიდერი ბათუმის „დინამოს“ ბრაზილიელი შემტევი ჯოვინი ფლამარიონია – 2019 წლის ეროვნული ლიგიდ საუკეთესო მოთამაშის პირობითი შეფასება 600 ათასი ევროა.

ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერების ხუთეული:

1 ჯოვინო ფლამარიონი, ბათუმის „დინამო“ 600,000

2-3 პერნამბუკო, თბილისის „დინამო“ 500,000

2-3 მიკოლა კოვტალიუკი, გორის „დილა“ 500,000

4. გოდფრი ობოაბონა, ბათუმის „დინამო“ 400,000

5 ვაგნერ გონსალვეში, ბათუმის „დინამო“ 400,000