ინჯგიამ ლიდერს მოაგებინა - ქართველმა თავდამსხმელმა ბოლო წუთზე გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გათამაშების ლიდერმა „აპოლონმა“ მე-15 ტურის გადადებულ თამაშში თანაქალაქელი აელ-ი მიიღო და პირველი ტაიმის შემდეგ მდევრის როლში იყო. 38 წუთზე აელ-ი დაწინაურდა. ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის წინ ჩეპოვიჩი გაიხსნა და მასპინძლებს ცარიელ კარში გაუტანა.
68-ე წუთზე „აპოლონმა“ წონასწორობა აღადგინა – პიტასმა ძლიერი და ეფექტური დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 1:1. გადამწყვეტი როლი 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა. მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთისთვის ბრძოლა მცველს მოუგო და კარში იდეალური სიზუსტით დაარტყა. ქართველის გოლით ანგარიში 2:1 გახდა და საბოლოოდ, გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
რეზი ინჯგიას, რომელიც „აპოლონში“ 2021 წელს გადავიდა, გერმანელი მწვრთნელი ალეკსანდერ ცორნიგერი ბოლო დროს ენდობა, მეტ სათამაშო დროს აძლევს და ეს ნდობა გოლით გაამართლა. ეს ინჯგიასთვის 9 მატჩში პირველი გოლი გახლდათ.
გათამაშების ლიდერმა „აპოლონმა“ ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მე-15 ტურის გადადებულ მატჩში გამარჯვებით გუნდმა 20 ტურის შემდეგ 44 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა – გუნდი ახლა აეკ-ს 8 ქულით ასწრებს, ხოლო „არისს“ – 9 ქულით.