ინიგო მარტინესი - ბედნიერი ვარ „ბარსელონაში“ გადასვლით, ამაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს #1TVSPORT
ინიგო მარტინესი - ბედნიერი ვარ „ბარსელონაში“ გადასვლით, ამაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების მცველმა, ინიგო მარტინესმა „ბარსელონაში“ გადასვლასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

„ამ არაჩვეულებრივ კლუბში თამაში ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სიხარულით და ენთუზიზმით ვარ სავსე. გუნდისთვის ყველაფერს გავიღებ. ბედნიერი ვარ „ბარსელონაში“ გადასვლით, ამაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. მსურს, ყველა ტიტული მოვიგო, მაგრამ ისიც ვიცი, როგორი რთული იქნება ამ მიზნის მიღწევა. თუ კარგად ვითამაშებთ და ბევრს ვიშრომებთ, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა 32 წლის ესპანელმა მცველმა.

მარტინესსა და „ბარსელონას“ შორის მოლაპარაკება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოო შეთანხმებას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც ფეხბურთელმა „ბილბაო“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

გასულ სეზონში მან „ბილბაოში“ 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ინიგო მარტინესი ესპანეთის ნაკრებში 2013 წლიდან თამაშობს, მაგრამ ეროვნული გუნდის რიგებში მხოლოდ 20 შეხვედრა გამართა.