ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ინიგო მარტინესი „ბარსელონას“ რიგებს შეუერთდა. პრესაში გავრცელდა ფოტოსესიის კადრი კატალონიური კლუბის ბაზიდან, რომელშიც მარტინესს „ბარსელონას“ ფორმა აცვია. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
32 წლის ესპანელ მცველსა და „ბარსელონას“ შორის მოლაპარაკება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოო შეთანხმებას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც ინიგო მარტინესმა „ბილბაო“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
გასულ სეზონში მან „ბილბაოში“ 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ინიგო მარტინესი ესპანეთის ნაკრებში 2013 წლიდან თამაშობს, მაგრამ ეროვნული გუნდის რიგებში მხოლოდ 20 შეხვედრა გამართა.