ინიესტას არ სურს, რომ „ბარსელონას“ აკადემიას მისი სახელი დაარქვან
ინიესტას არ სურს, რომ „ბარსელონას“ აკადემიას მისი სახელი დაარქვან

იაპონური „ვისელ კობეს“ ნახევარმცველ ანდრეს ინიესტას არ მოსწონს „ბარსელონას“ აკადემიისთვის მისი სახელის დარქმევის იდეა, რომელიც გუნდის ხორვატმა ლეგიონერმა ივან რაკიტიჩმა გამოთქვა დოკუმენტურ ფილმში „ინიესტა“.

„რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდებოდა, „ბარსელონას“ აკადემიისთვის ჩემი სახელი რომ დაერქმიათ, რადგან ის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა, ამავე დროს, ამის წინააღმდეგი ვარ. მე მინდა, ამ აკადემიასთან მოგონებები მაკავშირებდეს და არა ის, თუ რა სახელი აქვს მას“, – ამბობს ფეხბურთელი „მუნდო დეპორტივოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ინიესტა „ბარსელონას“ აღზრდილია და ამ გუნდში 2002-2018 წლებში თამაშობდა. კატალონიური გრანდის შემადგენლობაში ის ცხრაჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.