ინიესტამ და ვილიამ „ბარსელონას“ იაპონიაში ემოციური დახვედრა მოუწყვეს [ვიდეო]
ინიესტამ და ვილიამ „ბარსელონას“ იაპონიაში ემოციური დახვედრა მოუწყვეს [ვიდეო]

„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელებმა – ანდრეს ინიესტამ და დავიდ ვილიამ, რომლებიც ამჟამად იაპონურ კლუბ „ვისელ კობეში“ ასპარეზობენ, ძველ თანაკლუბელებს თბილი და ემოციური დახვედრა მოუწყვეს.

 

View this post on Instagram

 

@andresiniesta8 and @davidvilla reunited with their @fcbarcelona bros 💙❤️

A post shared by Bleacher Report Football (@brfootball) on


ორივე ფეხბურთელი „ბარსელონას“ მოთამაშეებს გაესაუბრა. ისინი კლუბის ახალწვეულებს – ანტუან გრიზმანს და ფრენკი დე იონგსაც მიესალმნენ. კატალონიელები იაპონიის ტურნეს ფარგლებში 27 ივლისს ვილიას და ინიესტას გუნდს შეხვდებიან.

35 წლის ინიესტა ბარსელონაში 2002-დან 2018 წლამდე ასპარეზობდა, ხოლო ვილია 2010-2013 წლებში.