ანდრეს ინიესტა კარიერას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს. ცნობილი ესპანელი ნახევარმცველი „ემირეითსის“ რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ლეგენდამ ბოლო ხუთი წელი „ვისელ კობეში“ გაატარა და ხელშეკრულების ვადა ამოეწურა. კატალონიური კლუბის ღირსებას კი ინიესტა 22 წლის განმავლობაში იცავდა და „ბარსელონასთან“ ერთად 32 ტიტული მოიგო. ესპანეთის ეროვნულ გუნდში მან 131 მატჩი ჩაატარა. ინიესტამ საკუთარი ქვეყნის ნაკრებთან ერთად ევროპის (ორჯერ) და მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.