ინგლისური პრესა - პეპ გვარდიოლა ამ სეზონის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ დატოვებას განიხილავს
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ინგლისური კლუბიდან წასვლის ვარიანტს მიმდინარე სეზონის შემდეგ განიხილავს.
როგორც იუწყებიან, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება კლუბის ევროტურნირებიდან ორწლიან დისკვალიფიკაციას, რაც სპონსორებთან დაკავშირებით ფინანსურმა მაქინაციებმა გამოიწვია.
გვარდიოლა მანჩესტერულ კლუბს 2016 წლიდან ავარჯიშებს. მისი მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.